შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო
18-06-2021

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი. ​

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა სხდომაზე საოკუპაციო ხაზის, უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - იოსებ ჭელიძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს - გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს.